პერსონალური მწვრთნელი კრივსა და ქიქბოქსინგში

მანდვე მოვალ.

კრივი, ქიქბოქსინგი და მუაითაი — შენს ბინაში, ეზოში ან პარკში. მწვრთნელი მოდის პადებით და გეგმით, შენ მხოლოდ 2×2 მეტრი თავისუფალი ადგილი გჭირდება.

60 წუთი
ერთი ვარჯიში
150 ₾
თბილისის ყველა რაიონში
07:00–20:00
დამწყებებისთვისაც

01 · რატომ სახლში

არსად წასვლა არ გჭირდება.

გზა არ გჭირდება

არც საცობი, არც გასახდელი. ვარჯიში იწყება, როცა კარს გააღებ.

მთელი საათი შენია

ჯგუფში მწვრთნელი ათ ადამიანს უყურებს. აქ — მხოლოდ შენს ტექნიკას.

დამწყები? მით უკეთესი

არავინ გიყურებს. ტექნიკას ნულიდან ვსწავლობთ, ტემპს შენ ირჩევ.

02 · როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი.

  1. აირჩიე

    ვარჯიში, დრო და მისამართი — საიტზე ან WhatsApp-ზე. ფორმა ორი ნაბიჯია, ფასს მაშინვე დაინახავ.

  2. დაადასტურე

    ოპერატორი 15–20 წუთში დაგიკავშირდება, დაადასტურებს დროს და გამოგიგზავნის ანგარიშის ნომერს. გადახდა — წინასწარ.

  3. ივარჯიშე

    მწვრთნელი მოდის მითითებულ მისამართზე. კვირაში 1–3-ჯერ — ბინაში, ეზოში, პარკში ან ოფისში.

03 · ვარჯიში

რას ვასწავლით.

კრივი

დგომა, ფეხის მუშაობა, დარტყმები და დაცვა. პადებზე მუშაობა პირველივე ვარჯიშიდან.

ქიქბოქსინგი

კრივს ემატება დარტყმები ფეხით და მუხლით. მეტი კარდიო, მეტი კოორდინაცია.

მუაითაი

ტაილანდური კრივი: მუშტი, ფეხი, მუხლი და იდაყვი. ყველაზე სრული დარტყმითი სისტემა.

  • ფორმაში ყოფნა
  • სტრესის მოხსნა
  • თავდაჯერებულობა
  • ტექნიკა ნულიდან
  • 12 წლიდან
  • მარტო, მეგობრებთან ან კოლეგებთან

ერთი ვარჯიში — 60 წუთი

  1. 10 წთგახურება
  2. 15 წთფეხის ტექნიკა Footwork
  3. 15 წთხელის ტექნიკა
  4. 10 წთშესვენება
  5. 10 წთპადებზე მუშაობა Pad Work

მწვრთნელს მოაქვს

  • პადები
  • ბინტები
  • სახტუნაო თოკი
  • სავარჯიშო რეზინი
  • 1.5 კგ-იანი გირები

შენ გჭირდება

  • ხელთათმანები — შენი, ან შეიძინე ჩვენგან
  • სპორტული ფორმა და წყალი
  • 2×2 მ თავისუფალი ადგილი (ქიქბოქსინგსა და მუაითაისთვის — 2×3 მ)

ვარჯიშებს შორის

  • ჩრდილთან ბრძოლა — მწვრთნელის დავალებით
  • ზოგადი რჩევები კვებაზე

04 · მწვრთნელები

ორი ჩემპიონი. შენს სახლში.

ორივე Champions Academy-ის მებრძოლი და OKTAGON MMA-ს ჩემპიონი იყო. ახლა იმავე ტექნიკას შენ გასწავლიან.

მათე სანიკიძე

მათე სანიკიძე “The NextGen”

პროფესიონალი MMA მებრძოლი · Champions Academy, თბილისი

  • OKTAGON MMA-ს Featherweight (66 კგ) ჩემპიონი, 2022–2023
  • 12 მოგება პროფესიონალურ MMA-ში, 5 — ნოკაუტით
  • საქართველოს ჩემპიონი MMA-სა და კუდოში
სრული პროფილი →
ბენო ადამია

ბენო ადამია

პროფესიონალი MMA მებრძოლი · Champions Academy, თბილისი

  • OKTAGON MMA-ს Flyweight (57 კგ) ჩემპიონი, 2025
  • 12 მოგება პროფესიონალურ MMA-ში
  • მოუგო UFC-ის ყოფილ მებრძოლს გუსტავო ლოპესს
სრული პროფილი →

05 · ფასები

ერთი ფასი მთელ თბილისში.

ერთი ვარჯიში

150₾

60 წუთი, ინდივიდუალურად

8 ვარჯიში

1000₾

1200 ₾ · 125 ₾ ვარჯიში · დაზოგე 200 ₾

12 ვარჯიში

1500₾

1800 ₾ · 125 ₾ ვარჯიში · დაზოგე 300 ₾

ფასში შედის: მისვლა თბილისის ნებისმიერ რაიონში, პადები, ბინტები, სახტუნაო, რეზინი, გირები და ვარჯიშის გეგმა. ფარული დანამატი არ არის.

ერთად უფრო იაფია

ფასდაკლება თითოეულ მონაწილეზე:

  • 2 ადამიანი−10%
  • 3 ადამიანი−20%
  • 4 ადამიანი−30%

კორპორატიული

ოფისში, ეზოში ან პარკში — 12 ადამიანამდე. 6-მდე ერთი მწვრთნელია, 7–12 ადამიანზე — ორი. ფასი შეთანხმებით.

როგორ ვიხდით

წინასწარ, საბანკო გადმორიცხვით. ნაღდ ფულს არ ვიღებთ. თბილისის გარეთ — ინდივიდუალური ტარიფი.

06 · სად და როდის

თბილისის 10-ვე რაიონში.

მთაწმინდა · ვაკე · საბურთალო · კრწანისი · ისანი · სამგორი · ჩუღურეთი · დიდუბე · ნაძალადევი · გლდანი

ვერა, დიღომი, ნუცუბიძე, ვაჟა-ფშაველა, ლისი, ბაგები, ვარკეთილი, ავლაბარი, ორთაჭალა — ყველგან ერთი ფასი.

სად

შენს ბინაში, ეზოში, პარკში ან ოფისში. ზამთარშიც — ოთახში, ან გარეთ, თუ ამინდი იძლევა.

როდის

07:00-დან 20:00-მდე. ზუსტ დროს ოპერატორი მწვრთნელის გრაფიკის მიხედვით დაგიდასტურებს.

თბილისის გარეთ

ჩამოვალთ — ინდივიდუალური ტარიფით. ჯავშნისას მონიშნე და ფასს ოპერატორი დაგიზუსტებს.

07 · ჯავშანი

დაჯავშნე ვარჯიში.

ორი ნაბიჯი, დაახლოებით ორი წუთი. ფასს მაშინვე დაინახავ — ოპერატორი 15–20 წუთში დაგიკავშირდება დასადასტურებლად.

1 / 2 ვარჯიში

რომელი?

მწვრთნელი

რამდენი ადამიანი?

პაკეტი

გამოცდილება

მთავარი მიზანი — არასავალდებულო

სად?

როდის? სასურველი დრო — საბოლოოდ ოპერატორი დაადასტურებს

08 · წესები

მოკლედ და გასაგებად.

გაუქმება

  • 48 საათით ან მეტით ადრე — უფასოდ
  • 24–48 საათით ადრე — 10% საკომისიო
  • 24 საათზე ნაკლები — თანხა არ ბრუნდება

გადახდა

წინასწარ, საბანკო გადმორიცხვით. ნაღდ ფულს არ ვიღებთ. ვარჯიში დადასტურებულია გადახდის შემდეგ.

თუ მწვრთნელი ვერ მოვა

შემოგთავაზებთ სხვა მწვრთნელს ან დაგიბრუნებთ თანხას — და პატარა საჩუქარიც ჩვენზეა.

ამინდი

გარე ვარჯიშზე წვიმის ან სიცივის დროს ერთად ვწყვეტთ — გადავიტანოთ თუ ოთახში ჩავატაროთ.

სპარინგი

მხოლოდ შენი სურვილით, მინიმუმ ერთი ვარჯიშის შემდეგ და მწვრთნელის თანხმობით. რისკებზე პასუხისმგებლობას შენ იღებ.

პრიორიტეტი

პიკის საათებში უპირატესობა პაკეტის მფლობელებს აქვთ.

სრული წესები და პირობები →

09 · კითხვები

ხშირად გვეკითხებიან.

არასდროს მივარჯიშია. შემიძლია?

კი. მანდვე დამწყებებისთვისაა. პირველი ვარჯიში დგომითა და ერთი დარტყმით იწყება — დატვირთვას მწვრთნელი შენს დონეზე არჩევს.

საცდელი ვარჯიში გაქვთ?

ცალკე საცდელი არ გვაქვს. პირველი ვარჯიში ჩვეულებრივი ერთჯერადი ვარჯიშია — 150 ₾. თუ მოგეწონა, შემდეგ პაკეტს აირჩევ და ვარჯიში 125 ₾ დაგიჯდება.

მომიწევს დარტყმის მიღება?

არა. ვმუშაობთ პადებზე და ჰაერში. სპარინგი — მხოლოდ შენი სურვილით, მინიმუმ ერთი ვარჯიშის შემდეგ და მწვრთნელის თანხმობით.

ბინა პატარაა. საკმარისია?

კრივისთვის 2×2 მეტრი საკმარისია, ქიქბოქსინგსა და მუაითაისთვის — 2×3. თუ ადგილი არ არის, ვვარჯიშობთ ეზოში ან ახლომდებარე პარკში.

მეზობლებს არ შევაწუხებთ?

პადზე დარტყმას ტაშის მსგავსი ხმა აქვს. ხტომას ვამცირებთ, თუ ქვემოთ ვინმე ცხოვრობს.

ხელთათმანი მჭირდება?

კი, საკუთარი — ჰიგიენისთვის. თუ არ გაქვს, ჯავშნისას მონიშნე და შეგიძენთ. პადები, ბინტები და დანარჩენი ინვენტარი ჩვენზეა.

ტრავმა ან ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს.

ჯავშნისას მოკლე კითხვარში მონიშნე. მწვრთნელი ვარჯიშს ამის მიხედვით მოარგებს; საჭიროების შემთხვევაში ექიმის თანხმობას გთხოვთ.

ზამთარში რა ხდება?

ვვარჯიშობთ ოთახში ან, თუ ამინდი იძლევა, გარეთ — თოვლშიც.

შემიძლია მეგობართან ერთად ვივარჯიშო?

კი, 4 ადამიანამდე. ფასდაკლება თითოეულზე: 2 ადამიანზე — 10%, 3-ზე — 20%, 4-ზე — 30%. 5-დან 12-მდე — კორპორატიული ფორმატია.

რა ასაკიდან?

12 წლიდან. 18 წლამდე ჯავშანზე მშობლის თანხმობა და მისი ტელეფონის ნომერი გვჭირდება.

როგორ ვიხდი?

წინასწარ, საბანკო გადმორიცხვით. ანგარიშის ნომერს ოპერატორი დადასტურებისას გამოგიგზავნის. ნაღდ ფულს არ ვიღებთ.

რამდენ ხანში მიპასუხებთ?

15–20 წუთში. WhatsApp-სა და Telegram-ზე ავტომოპასუხე მაშინვე გიპასუხებს, შემდეგ ოპერატორი დაგიკავშირდება.

ონლაინ ვარჯიში გაქვთ?

არა. მანდვე ცოცხალ ვარჯიშზეა — მწვრთნელი შენთან მოდის.

სადაც ხარ, მანდვე მოვალ.

ვპასუხობთ 15–20 წუთში · ვარჯიში 07:00–20:00